არქივი16 ნოემბერი, 2024, 14:43
შსს-ს ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობაზე 3 პირი დააკავეს

საპროტესტო მსვლელობისას, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობიდან გაიმართა, ჯამში სამი პირია დაკავებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციით, საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.
ცნობისთვის, იქამდე საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ პირთა დაკავება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისა და საპოლიციო მოქმედებებისთვის ხელის შეშლისთვის მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.