არქივი16 დეკემბერი 2024, 22:37
შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს, სამართალდამცავებმა ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის, მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები ჯერ მეტროში დაუპირისპირდნენ მგზავრებს და შემდეგ რუსთაველის მეტროდან პარლამენტის მიმართულებით წავიდნენ, რა დროსაც კიდევ რამდენიმე დაპირისპირება მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.