შსს-ს ინფორმაციით, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ. ბალაკლავასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბის ტარებაა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უცნობმა პირებმა რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეოც.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)