პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებიც გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ორი პირი, რომლებიც გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა

სამართალდამცავებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებულები თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს ცივი იარაღის გამოყენებით თავს დაესხნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული თ.ც. და 1994 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.კ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მომუშავე ოპერატორს თავს დაესხნენ ცივი იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვეს თანხა, რომელსაც უკანონოდ დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი და ყაჩაღობის შედეგად დაუფლებული თანხა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.