შსს-ს თქმით, KRAB Coffee-ის თანამშრომელ გოგოებზე თავდასხმის გამო 1 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, KRAB Coffee-ის თანამშრომელ გოგოებზე თავდასხმის გამო 1 პირია დაკავებული.
როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
„კრაბ კოფის“ თანამშრომელ გოგოებს თავს გუშინ, 5 მარტს დაესხნენ. მათ კლინიკაში გადაყვანა დასჭირდათ.
„მეგობრებო, დღეს „კრაბ კოფი“ არ იქნება სამწუხაროდ. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა. ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ“, — დაწერა ქრისტი პირველმა გუშინ, 6 მარტს.
ოპერის ჩიხში მდებარე კაფე KRAB Coffee პროევროპული აქციის მონაწილეების დროებით თავშესაფრად იქცა. ქრისტი და ბარბი აქციის მონაწილეებს მოხალისეობრივად ყავითა და ჩაით ყოველდღიურად, მოხალისეობრივად უმასპინძლდებიან
ფოტო: „ტვ პირველი“

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ

თაზო დათუნაშვილი: პირობები, რომელსაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჩინური მხარე ითხოვს, კაბალურია – ჩინურ კომპანიას უნდა, იქ დაასამაროს დასავლური ინვესტიციის პერსპექტივა და საქართველოს სახელმწიფომ ნულოვანი მოგება ნახოს