ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს-ს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან პოლიციელის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს.
ღონისძიების გახსნის შემდეგ სამართალდამცავებს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიმართავს.
სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც საზეიმო ღონისძიება ტარდება, უწყების სხვადასხვა დანაყოფები იმყოფებიან, ასევე განლაგებულია სპეცტექნიკა.
პოლიციის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.