არქივი16 სექტემბერი 2025, 12:42
შსს: საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გავაძევეთ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 29 მოქალაქე გააძევეს.
მათი ინფორმაციით, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, განას, თურქეთის, ნეპალის, თურქმენეთის, ირანის, პაკისტანის და ლატვიის – ჯამში 29 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.