შსს – სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

უწყების ცნობით, დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1986 წელს დაბადებული ე.ი. და 1994 წელს დაბადებული ბ.ს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთას გულისხმობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს