შსს - პოლიციამ ორი პირი ამხილა, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს - ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და 22 ვაზნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, მცხეთის რაიონული სამმართველოს, მუხრანის პოლიციის თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყეს და 2 პირი: 2009 წელს დაბადებული გ.ჭ. და წარსულში ნასამართლევი, 1992 წელს დაბადებული ლ.ჭ ამხილეს.
პოლიციის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით დადგინდა, რომ გ.ჭ.-მ და ლ.ჭ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში რამდენიმე გასროლა განახორციელეს.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია 5 ცეცხლსასროლი იარაღი და 22 ვაზნა.
სისხლის სამართლის საქმის მასალები, მხილებული პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით, განსაზღვრულ დროში გადაეგზავნება სასამართლოს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.