შსს – პოლიციამ თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 2 პირი დააკავა, ერთის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები ტარდება

სამართალდამცავებმა აგლაძის ქუჩაზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულები ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს, ერთი პირის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად კი შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ლ.ე. და ამავე წელს დაბადებული ლ.ა., ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა რომ, მიმდინარე წლის 2 აპრილს თბილისში, ღამის საათებში რაფაელ აგლაძის ქუჩის მიმდებარედ, ლ.ა.-ს,ლ.ე.-ს, 2001 წელს დაბადებულ ნ.ც.-სა და 1993 წელს დაბადებულ ო.მ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი და სიტყვიერი შელაპარაკება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
სამართალდამცველებმა, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები დააკავეს, ხოლო ნ.ც.-ს ადგილსმაყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კობა კობალაძე – დამოუკიდებლობით გაბრუებულმა საქართველომ 1992 წელს არაკეთილმოსურნეებს დაუჯერა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება – რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა, მით მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის

რომან გოცირიძე: ადვილი არ არის ორ დღეში დაახლოებით ერთი მილიონი ლარის ღირებულების 300 ტონა საწვავის გაყიდვა და ადგილზე მიტანა. ამას 9 უზარმაზარი, 35 ტონიანი ნავთობმზიდი სჭირდება. დავსვათ რამდენიმე კითხვა…