შსს-მ “ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 1 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით 59 წლის პირი დააკავა. ინფორმაცია უწყებამ 23 დეკემბერს გაავრცელა.
ამავე ბრალდებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ბრალი წარედგინა კიდევ ერთ, 42 წლის პირს, ხოლო “ქურდული სამყაროს” წევრობის ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ 30 წლის პირს.
შსს-ს თანახმად, გამოძიებით რამდენიმე დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოიკვეთა.
“კერძოდ, ბრალდებულები “კანონიერი ქურდების” და კრიმინალური ავტორიტეტის სახელით უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობაში ჩართულ პირებს და “ქურდული წილის” სახით სთხოვდნენ თანხის გადახდას.
ასევე, დაზარალებულებს, დაშინების მიზნით თვალთვალის შედეგად გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ”, — ამბობს უწყება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს” წევრობა) და 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (“ქურდული სამყაროს” ხელშეწყობა) მიმდინარეობს. დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ