შსს-მ ნადიმ ხმალაძის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილის, უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, გამოძიება “112”- ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო:
„ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობის ისჯება.
ნადიმ ხმალაძის ახლობლების ინფორმაციით, მისთვის უცნობი სამი პირი ხმალაძეს 24 ოქტომბერს სახლთან, 20:30 საათისთვის დაესხა თავს.
მას თავის არეში 3-4 სანტიმეტრის ჭრილობა აქვს მიყენებული. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ის ამბობდა, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა – მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები.
ხმალაძე ფეისბუკზე წერს იმასაც, რომ თავდამსხმელებმა სახლის გასაღები წაიღეს.
ნადიმ ხმალაძე, – რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
ის მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც ათობით ადამიანი დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ის 11 ოქტომბერს შსს-ში გამოჰკითხეს კიდეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო