ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს-მ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო

შსს-მ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შსს „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე 3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი, როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.
ამ დროისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, როგორ გაგრძელდება მარნეულში მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა, საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.