-მ კახა კალაძის შტაბთან საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება – 187-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ -ში განუცხადეს.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან ამ დროისთვის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
მანამდე პროტესტის მონაწილეებმა კახა კალაძის ბანერზე წარწერა: „რუსული ოცნება“ გააკეთეს.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 8 სექტემბერს, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გარდა აღნიშნულისა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე, გამოძიება დამატებით, კიდევ ერთ საქმეზე – სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ