არქივი9 სექტემბერი, 2025, 22:25
შსს-მ, კალაძის ბანერზე წარწერის გამო, გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის შტაბთან აქციის მონაწილეების მიერ საარჩევნო ბანერებზე წარწერების – ,,რუსული ოცნება” – გაკეთების გამო გამოძიება დაიწყო.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს და 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, მელიქიშვილის გამზირზე, კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქ შეკრება მოქალაქეებმა გადაწყვიტეს მას შემდეგ, რაც გუშინ დაპირისპირება მოხდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.