შსს-მ გზის გადაკეტვაზე ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს – სიმონიშვილი

იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება ისე დაიწყო, რომ მათი ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ. რაც, მისი თქმით, ფორმალურად კანონის დარღვევაა.
როგორც ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, შსს-მ გზის გადაკეტვაზე დაჯარიმებისას ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს.
მისი თქმით, ბევრმა ადამიანმა მიიღო პოლიციისგან მესიჯი, სადაც წერია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზეა მისული ჯარიმა, თუმცა შსს ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა.
„შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე ნუ გავაკეთებთ მთელ აქცენტს. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.
მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად. რა ვადაში და როგორ? გამოქვეყნების დღე არის დღეს და დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაგეთვლებათ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად. შესაბამისად, ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი. ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ“, – წერს Facebook-ზე ნიკა სიმონიშვილი.
ჯარიმის ნახვა ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ: videos.police.ge
არაერთი მოქალაქე წერს, რომ ისინი მანქანის არასწორად გაჩერებისთვის დააჯარიმეს, მაშინ როცა მათ ავტომობილი საერთოდ არ ჰყავთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ