ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს-მ ბათუმში პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, გამოძიება დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში ზღვის სანაპიროზე პარაშუტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, სადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, ხოლო მეორე დაშავდა, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 275-ე მუხლით დაიწყო, რაც წყლის ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
რაც შეეხება მომხდარის შედეგად დაშავებულ მამაკაცს, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის მოთავსებული, ექიმების თქმით, მას კვლევები ამ დრომდე უტარდება, მიმდინარეობს მონიტორინგი.
გარდაცვლილი ტურისტის ცხედარი კი ექსპერტიზის ბიუროში არის გადასვენებული.
ცნობისთვის, ბათუმში პარაშუტი ჩამოვარდა, რომელზეც ტურისტი ცოლ-ქმარი იმყოფებოდნენ, ქალი ადგილზე დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.