პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, 23 ოქტომბერს არ იარონ მანქანით – „ოცნების“ ღონისძიების გამო

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, 23 ოქტომბერს არ იარონ მანქანით – „ოცნების“ ღონისძიების გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს ხვალინდელ, 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.
უწყების ცნობით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.
შსს-ში ამბობენ, რომ მოსალოდნელია გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა და მოუწოდებენ მოქალაქეებს, „თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან“.
„ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა იმოქმედებს 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე.
მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.