შსს: მარტის აქციებზე დაშავებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს მიმართეს, არ შეიწყალოს გრიგორიადისი

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, არ შეიწყალოს მათზე ძალადობაში ბრალდებული . პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციას თან ერთვის პოლიციელების წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ხელმომწერი ორი სამართალდამცავია.
“დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება”, – წერია -ს გავრცელებულ განცხადებაში და დამატებით აღნიშნულია, რომ “შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური”.
საქართველოს პრეზიდენტი, ერთადერთი ადამიანია ქვეყნაში, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი პატიმარი შეიწყალოს იმის მიუხედავად, თუ რა ბრალდებით გაასამართლებენ.
მიმდინარე წლის 7 მარტს საქართველოს პარლამენტმა მოულოდნელად დაიწყო ე.წ. აგენტების კანონპროექტის განხილვა, რომლის მიღებასაც ასეულობით ორგანიზაცია და ათასობით ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. ეს კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსებას პარტნიორი ქვეყნებიდან ან ორგანიზაციებიდან იღებდა, “უცხოური გავლენის აგენტებად” რეგისტრაციას ავალდებულებდა.
დოკუმენტის განხილვის პროცესში საკანონმდებლო ორგანოსთან მრავალი ადამიანი შეიკრიბა, აქცია გაგრძელდა მეორე დღესაც. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა საშუალება, მათ შორის “წიწაკის სპრეი” და წყლის ჭავლი. უწყებამ განმარტა, რომ ეს იყო პროპორციული საპოლიციო ძალა. ამ დღეს დააკავეს 132 ადამიანი. აქციების დაშლის დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ორი ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის ერთ-ერთი, ლაზარე გრიგორიადისი, ამ დრომდე პატიმრობაშია. ამ საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე, სასამართლომ მას 1,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა 2 წლით ადრე მამის დაჭრის საქმეზე.
ლაზარე გრიგორიადისის ნასამართლობის ფაქტს დაკავების შემდეგ, პირველ დღეებში, მის საწინააღმდეგო მტკიცებულებად იყენებდა ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედია, ისევე როგორც პროკურატურა – საქმის განხილვისას სასამართლოში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს