შსს- ინფორმაციით, საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

საგარეჯოში, 38 წლის გიორგი ფეიქრიშვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 40 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
დაკავებული კახეთის სამხარეო დეპარტამენტის დროებითი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ამ დროის ინფორმაციით, კონფლიქტი მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე პირმა 38 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.