პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს - თემქაზე, პოლიციის შენობასთან 6 პირია დაკავებული

შსს - თემქაზე, პოლიციის შენობასთან 6 პირია დაკავებული

თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს.
ექვსივე პირი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.
თემქაზე, პოლიციის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებისას დაიმსხვრა პოლიციის შენობის შუშა.
აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ადგილზე პოლიციის ქმედებების გასაპროტესტებლად მივიდნენ, რითაც გამოხატავდნენ დაუმორჩილებლობას ხელისუფლების და სოლიდარობას დაკავებულების მიმართ. აქციის მონაწილეებმა გაიკეთეს პირბადეები, რა დროსაც მათსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.