ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს - ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ვიდეოჯარიმის პრინციპით, რაზეც მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია "სატრანსპორტო საშუალებაზე" - ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს

შსს - ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ვიდეოჯარიმის პრინციპით, რაზეც მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია "სატრანსპორტო საშუალებაზე" - ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების ვებ-გვერდზე, მოქალაქეებისთვის გამოწერილი საჯარიმო ქვითრების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ამასთან, უწყება განმარტავს, რატომ მისდით მოქალაქეებს შეტყობინებები, რომ ჯარიმა „სატრანსპორტო საშუალებაზეა“ გამოწერილი.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ეს არის ტექნიკური ხარვეზის შედეგი, რის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდ - police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე. ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.