არქივი3 დეკემბერი, 2024, 15:08
შსს: დოდი ხარხელი დაკავებული არ არის

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დოდი ხარხელის სახლში მიმდინარე ჩხრეკა “ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეს” უკავშირდება. თავად აქტივისტი, შსს-ს განცხადებით, დაკავებული არ არის.
შსს-ში ნეტგაზეთს არ დაუკონკრეტეს, რომელი საქმის ფარგლებში შევიდნენ ხარხელის სახლში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დღეს დილას დააკავეს და მანქანაში ჩასვეს აქტივისტი და ბლოგერი დოდი ხარხელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული პროევროპულ საპროტესტო აქციებში.
მოქალაქის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხარხელს პოლიციელები აჩერებენ ბაღთან, შვილის დატოვების შემდეგ.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.