ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს - ბათუმში თურქეთის მოქალაქეს მოტყუებით ჩამოართვეს ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მუქარით, ერთ-ერთ ბანკში ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ - ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შსს - ბათუმში თურქეთის მოქალაქეს მოტყუებით ჩამოართვეს ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მუქარით, ერთ-ერთ ბანკში ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ - ფაქტზე 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების, ძალადობისა და დოკუმენტის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 2006 წელს დაბადებული ი.ბ., 2004 წელს დაბადებული ს.პ. და წარსულში ნასამართლევი 2002 წელს დაბადებული ქ.გ. დააკავეს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს 2007 წელს დაბადებულ ა.ა. -ს ჯგუფურად, მოტყუებით, მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დაკავებულები დაზარალებულს, ცემითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ერთ-ერთ ბანკში მათ სასარგებლოდ ანგარიშის გახსნას აიძულებდნენ, ამასთან, უზღუდავდნენ საცხოვრებლის დამოუკიდებლად დატოვების შესაძლებლობას.
სამართალდამცველებმა, შესაძლო დანაშაულის თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე, შესაბამისი კომპლექსური ღონისძიებები ჩაატარეს და სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 126-ე და 363-ე მუხლებით მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.