ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს: აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთისას გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აქციის დარბევის დროს "გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები".
"ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გადაამეტეს და ჩაიდინეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება მანიფესტაციის დროს ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
[...] ვაფრთხილებთ ყველა აქციის მონაწილეს: იმ დროს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები ისევე, როგორც აშშ-სა და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული" - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.