ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს: აქციებზე ადმინისტრაციული ბრალდებით 293 პირი დააკავეს, სისხლის სამართლის — 5 ადამიანი

შსს: აქციებზე ადმინისტრაციული ბრალდებით 293 პირი დააკავეს, სისხლის სამართლის — 5 ადამიანი

შსს-ს ცნობით, 28 ნოემბრიდან დაწყებულ აქციებზე ადმინისტრაციული ბრალდებით (წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) დაკავებულია 293 პირი.
ამასთან ერთად, 5 ადამიანი დააკავეს სისხლის სამართლის ბრალდებით.
„ამ ეტაპზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 293 პირი.
დაკავებულ პირთაგან თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე წარედგინა 108 პირის ადმინისტრაციული საქმის მასალები, რომელთაგან საქმისწარმოება დასრულდა 89 პირის მიმართ.
დასრულებული 89 საქმიდან: 43 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ჯარიმა, 41 პირის მიმართ გამოყენებული იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა, ისინი დროებითი მოთავსების სხვადასხვა იზოლატორში იხდიან აღნიშნულ პატიმრობას, 5 პირის მიმართ გამოყენებული იქნა შენიშვნა“, – ამბობს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიებები მიმდინარეობს 187-ე და 353-ე პრიმა მუხლებით.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.