ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შსს: არ დაუშვათ გზების პარალიზება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

ამასთან, უწყება წერს, რომ ვრცელდება ინფორმაცია აქციის მონაწილეების პარლამენტის შესასვლელებისა და გასასვლელების პიკეტირებას გეგმავენ, ამიტომ აღნიშნულ ადგილებში პოლიციის კორდონებია განლაგებული.
"აქციის მონაწილეებს, ექნებათ შესაძლებლობა პროტესტი გამოხატონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ და უკანა შესასვლელთან. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არ გააჟღერონ მოწოდებები, რომლებიც შესაძლოა ძალადობრივი ქმედებების წინაპირობა გახდეს".
განცხადებაში ნათქვამია, რომ 30 აპრილს, "აქციის წევრების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშვებული 1 სამართალდამცავის მდგომარეობა მძიმეა".
"მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მხრიდან, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - წერს შსს.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.