შსს: ამოღებულია „ალფა-პვპ“, „გამომშრალი მარიხუანა“, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები – დაკავებულია 3 პირი

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა – შენახვის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვის მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1975 წელს დაბადებული გ.გ. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1984 წელს დაბადებული მ.ა. და 2002 წელს დაბადებული ა.ხ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 380 გრამი „ალფა-პვპ“ და 120 გრამზე მეტი „გამომშრალ მარიხუანა“.
“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის