ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

" შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების მაგალითია" - ქინქლაძე ქოჩორაშვილის "სპორტინგში" ტრანსფერზე

" შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების მაგალითია" - ქინქლაძე ქოჩორაშვილის "სპორტინგში" ტრანსფერზე

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე გიორგი ქოჩორაშვილის "ლევანტედან" "სპორტინგში" ტრანსფერს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ლისაბონურ გუნდში ამ ზაფხულს 7,5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა და ხელს 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს.
"მინდა მივულოცო გიორგი ქოჩორაშვილს დამსახურებული ტრანსფერი პორტუგალიური ფეხბურთის გრანდში.
ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების. გულწრფელად მიხარია რომ ქართველი ფეხბურთელების ასპარეზი იზრდება და თითოეული მათგანი თავაწეული ტოვებს საფეხბურთო მინდვრებს. ქართული ფეხბურთი ვითარდება, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის", - წერს ქინქლაძე.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.