შრომის უფლებებთან დაკავშირებით “ღირსეული შრომის პლატფორმამ” ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

“შრომის ინსპექტირების პროცესის სანდოობა და ეფექტურობა” ამ სახელწოდებით, “ღირსეული შრომის პლატფორმამ” ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, რომლის მიზანიც, შრომის ინსპექციის საქმიანობის ეფექტიანობისა და სანდოობის შესწავლა იყო.
ანგარიში “ღირსეული შრომის პლატფორმის” წევრი ორგანიზაციებისა და მათი ბენეფიციარების კვლევას ეფუძნება.
დოკუმენტში მათი გამოცდილება და მთავარი გამოწვევებია გაანალიზებული. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, ანგარიში რეკომენდაციებსაც მოიცავს.
“ღია საზოგადოების ფონდის” პროექტის კოორდინატორის ანანო ცინცაბაძის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციად რჩება რეინსპექტირების გააქტიურება, რათხ სამუშაო ადგილებზე შრომის უფლებების დარღვევა აღმოიფხვრას.
“მთავარი რეკომენდაცია, რაც კვლევიდანა მოვიდა არის რეინსპექტირების გააქტიურება, უშუალოდ შრომის უფლებების დაცვის მიმართულებით, ვინაიდან ინსპექტირების დღევანდელი პროცესი აჩვენებს, რომ რეინსპექტირების განხორციელების ერთადერთი გზა არის იმისთვის, რომ ნამდვილად აღმოიფხვრას შრომის მიმართულებით დარღვევები სამუშაო ადგილზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის დაცვის ალტერნატიული მექანიზმების დანერგვა და გაძლიერება”, – განაცხადა ანანო ცინცაბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს