შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა გადაჭრის ოლიგარქების პრობლემას პოლიტიკაში | კობახიძე
დეოლიგარქიზაციის გეგმა სრულად ვერ გადაჭრის ოლიგარქებს პრობლემას პოლიტიკაში, თუმცა პროგრესს შემოიტანს - აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე:
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს სამოქმედო გეგმა გადაჭრის ოლიგარქების პრობლემას პოლიტიკაში.ჩვენ გვყავს თვითგამოცხადებული ოლიგარქები, რომლებიც პირდაპირ ერევიან პოლიტიკაში, აფინანსებენ პარტიებს, მედიასაშუალებებს,არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისინი ალბათ გააგრძელებენ ამ საქმიანობას თუმცა გარკვეული პროგრესი შეიძლება იყოს მიღწეული ამ სამოქმედო გეგმით." თქვა კობახიძემ, რომელიც ოლიგარქად ასახელებს კეზერაშვილს და ხაზარაძეს და არა ივანიშვილს.
იხილეთ:
· დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა გასაჯაროვდა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.