არქივი15 სექტემბერი, 2024, 15:52
შონ ო’ მალი - პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი

ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა.
"პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ", - დაწერა ო'მალიმ „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.