არქივი12 აპრილი, 2024, 11:54
შოლცი: ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს საქართველო არ მიიღებს
ჩვენ, როგორც მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს და მას შემდეგ, რაც ეს კანონი შეჩერდა, ძალიან დიდი იმედი გქვონდა, რომ ის აღარ დადგებოდა დღისწესრიგში. ახალი კანონპროექტი თითქმის არ შეცვლილა და ის იგივეა, რაც შარშანდელი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ კანონს არ მიიღებს საქართველო და პარლამენტი გაითვალისწინებს ჩვენს და საქართველოს მოსახლეობის კრიტიკულ პოზიციას.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.