შოლცის თქმით, “მცდარი და სახიფათოა” ტრამპის მიერ ზელენსკის ლეგიტიმაციის უარყოფა

გერმანიის კანცლერი ოთხშაბათს გამოეხმაურა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინის პრეზიდენტი „დიქტატორია“. შოლცის თქმით, ეს „მცდარი და სახიფათოა“.
„უბრალოდ მცდარი და სახიფათოა პრეზიდენტ ზელენსკის დემოკრატიული ლეგიტიმაციის უარყოფა“, განუცხადა შოლცმა ჟურნალ Der Spiegel-ს და დასძინა, რომ ზელენსკი სახელმწიფოს არჩეული მეთაურია. „შუა ომში რომ წესიერი არჩევნების ჩატარება შეუძლებელია, ეს თანხმობაშია უკრაინის კონსტიტუციასთან და საარჩევნო კანონებთან,“ თქვა შოლცმა.
19 თებერვალს დონალდ ტრამპმა ზელენსკის ბრალი დასდო, რომ უკრაინის ლიდერი „უარს ამბობს არჩევნების ჩატარებაზე“.
„დიქტატორი არჩევნების გარეშე“, წერს ტრამპი თავის სოცქსელ Truth Social-ში, „ზელენსკიმ ჯობია იმოქმედოს სწრაფად, თორემ მალე ქვეყანაც აღარ ექნება. ამასობაში, ჩვენ რუსეთთან წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ომის დასრულებაზე, რისი გაკეთებაც, ყველანი აღიარებენ, მხოლოდ ტრამპს და ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია“.
მსგავსი ბრალდება არაერთხელ წაუყენა ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. უკრაინაში საპრეზიდენტო , რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარებულიყო, არ გამართულა ქვეყანაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მოქმედი საგანგებო მდგომარეობის გამო.
„ამ ეტაპზე უკრაინაში არჩევნების შესახებ ლაპარაკი სასარგებლოა აგრესორისთვის, რომელსაც ვითარების დესტაბილიზაცია სურს“, თქვა ოთხშაბათს რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ოლეჰ დიდენკომ. მისი თქმით, ამ საკითხს წამოჭრიან იმისთვის, რომ „ძირი გამოუთხარონ უკრაინის მთავრობის ლეგიტიმურობას, დაასუსტონ მთავრობის მიმართ ნდობა და დაასუსტონ კიევისადმი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა“.
დიდენკოს თქმით, ომისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარება გაუმართლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა