არქივი13 ოქტომბერი 2024, 00:37
შოთიკო პეტრიაშვილის მასწავლებელი: სულ ასეთი ლაღი მემახსოვრები კარგო ბიჭო, თვალწინ მიდგას როგორ ამბობდი ლექსს

პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის ალექსი პეტრიაშვილის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა.
არსებული ინფორმაციით, მისი ვაჟი აივნიდან გადავარდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში შოთიკოს მასწავლებელი ემოციური პოსტით ეხმაურება:
სულ ასეთი ლაღი მემახსოვრები კარგო ბიჭო, კეთილო და მხიარულო!!
თვალწინ მიდგას როგორ ამბობდი ლექსს, როგორ ყვებოდი, ანცობდი.. რამხელა მომავლის ბიჭი წახვედი! სიტყვები უძლურია..![]()
გამძლეობა- ბუკას და ქეთის.. Shotiko Petriashvili Buka Petriashvili
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ოქტომბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.