ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შოვში 34 ადამიანის სიკვდილი რომ შერჩათ, მოხალისეების დევნა რომ შერჩათ, გურიაში მაგიტომ ხდება ის, რაც ხდება" – მათე ბაღაშვილი -

"შოვში 34 ადამიანის სიკვდილი რომ შერჩათ, მოხალისეების დევნა რომ შერჩათ,  გურიაში მაგიტომ ხდება ის, რაც ხდება" – მათე ბაღაშვილი -

1 სრული დღე არ ვიცოდი ვინ დამეღუპა და ვინ დამრჩა ცოცხალი 1 სრული დღე არ ვიცოდი ჩემი სახლი წყალმა წაიღო თუ ტალახმა აი, ამ გაურკვევლობაში და გაუგებრობაში ან შენ კვდები ნერვიულობისგან, ან შენი ახლობელი — ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების უმოქმედობისგან არავინ პასუხს არ გცემს: შენიანები — გარე სამყაროსგან არიან მოწყვეტილები, ჩინოვნიკები — რეალობას გაჯერებენ, რომ ყველაფერი კარგად არის და სიტუაციას მართავენ ხელისუფლების სატელიტი მედიები აღნიშნავენ და ხაზს უსვამენ ხელისუფლების ეფექტურ მუშაობას, რომ სტიქიიდან მოსახლეობა უდანაკარგოდ გამოძვრა და ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მერე ისმის ზარები და გეუბნებიან, რომ შენი ნათესავები დაიკარგნენ და ვეღარ პოულობენ მალევე იგებ, რომ შენი ახლობლები დაიღუპნენ, ზოგი კი ტალახშია ჩაფლული და ღამით მათი პოვნა-ძებნის სამუშაოებს აჩერებენ დილით იგებ, რომ 10-დან 9 ახლობელი დაგეღუპა, შენი სახლის უკან ცხედრები იპოვეს და ყველაფერს ერთდროულად კარგავ შოვი რომ შერჩათ 34 ადამიანის სიკვდილი რომ შერჩათ გარდაცვლილთა ოჯახებს 20,000 ლარები რომ ჩამოურიგეს და ეს შერჩათ მოხალისეების დევნა რომ შერჩათ ადგილობრივების ტერორი რომ შერჩათ გურიაში მაგიტომ ხდება ის, რაც ხდება ბუნებას ვერავინ აღუდგება წინ, მაგრამ შეგიძლია წინ აღუდგე უპასუხისმგებლობას, კორუმპირებულობას, ნების არარსებობას, არაპროფესიონალიზმს, ინდეფერენტულობას.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.