ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შოვში აშენდება ტაძარი, არის თხოვნები ტეროტირიის მოწესრიგებაზე, ყველაფერი გაკეთდება - პრემიერი

შოვის ტრაგედიის წლისთავზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შოვში აშენდება ტაძარი და ტერიტორია, სადაც შარშანდელი სტიქიის შემდეგ ქვა-ღორღის გორებია, მოწესრიგდება.
„ჩვენი ვალია, მაქსიმალური ყურადღება და თანაგრძნობა გამოვხატოოთ. არის მათ შორის კონკრეტული თხოვნები ტერიტორიის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია ჭირისულფებისთვის და აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება რომ ყველა მოთხოვნა შევასრულოთ“, - განაცხადა პრემიერმა კობახიძემ რაჭაში ყოფნისას 3 აგვისტს.
„ასევე, იცით ალბათ, რომ ტაძარი აშენდება. ესეც არის ერთვვარი მცირე თანაგრძნობა, რაც შეიძლება იყოს გამოხატული იმ ადამიანების მიმართ, ვისაც დაეღუპათ ოჯახის წევრები“, - განაცხადა მან.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა.
2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე გლაციალური ღვარცოფი ჩამოწვა.
მომხდარ სტიქიას 33 ადამიანი ემსხვერპლა. ერთი არასრულწლოვანი დღემდე დაკარგულად ითვლება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.