ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“შოვის არიდება არ შეიძლებოდა” რომ წერდა მთელი სამთავრობო პროპაგანდა, კარგად ნახეთ ეს სურათები” – ზურაბ ფარჯიანი

“შოვის არიდება არ შეიძლებოდა” რომ წერდა მთელი სამთავრობო პროპაგანდა, კარგად ნახეთ ეს სურათები” – ზურაბ ფარჯიანი

სამოქალაქო აქტივისტი, დიპლომატი, ზურაბ ფარჯიანი:

“შოვის არიდება არ შეიძლებოდა” და “უფლის ნება იყო” რომ წერდა მთელი სამთავრობო პროპაგანდა.
კარგად ნახეთ ეს ვიდეო და სურათები.
აი როგორ ხდება არიდება. როგორ უფრთხილდებიან ხალხის სიცოცხლეს და როგორ “შეიძლება არიდება”. თურმე..
ეს მოხდა გუშინ შვეიცარიაში.
ალპებში ჩამოწვა მეწყერი და სოფელი ბლატენი გაანადგურა.
მაგრამ მათი მოსახლეობის ევაკუაცია 10 დღით ადრე მოხდა. ძროხების ევაკუაციაც კი.
აი ჩვენთან კი ოჯახები ჩაიმარხნენ.
ესაა სხვაობა ნორმალურ მთავრობას და “ამათ” შორის.
ნორმალურ მთავრობას ყოველთვის აქვს მოქმედების გეგმა.
“ამათ” კი ყოველთვის აქვთ საკუთარი უმოქმედობის და უნიათობის გამართლება.
სად არის ამაში “ღირსება”?! 
“ღირსება”?! 

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.