პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"შობის ღამე" - ხელოვნების სასახლეში ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

"შობის ღამე" - ასე ჰქვია მხატვარ ნინო ფერაძის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში გაიხსნა. წარმოდგენილია 30-მდე ნამუშევარი. ნახატების უმეტესობა სპეციალურად ამ ექსპოზიციისთვის შეიქმნა. მხატვრისთვის ახალი წლის თემატიკაზე მუშაობა უკვე ტრადიციაა, ეს ნინო ფერაძისთვის რიგით მე-9 პერსონალური გამოფენაა. "შობის ღამით" დაინტერესებულ დამთვალიერებლებს გამოფენაზე დასწრება 14 იანვრის ჩათვლით შეუძლიათ.
ნინო ფერაძე პერსონალურ გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს თავად მასპინძლობს. სითბოსა და სიცივის კონტრასტი - სწორედ ამ ემოციის მოტანა სურდა ვიზიტორებამდე მხატვარს.
"შობის ღამის" გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარია წარმოდგენილი. უმეტესობა სპეციალურად ამ დღისთვის, ტილოზე, აკრილის საღებავებით შეიქმნა. წარმოდგენილია ქაღალდზე შესრულებული მინიატიურებიც.
ექსპოზიცია "შობის ღამე" 14 იანვრამდე გაგრძელდება.
ავტორი: რევაზ ქირია

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.