ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას

შმაგი სამხარაძე: ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს.. ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას
„სამოქალაქო თანხმობის“ დამფუძნებელი შმაგი სამხარაძე:
თუ აკვირდებით, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კომფორტისთვის „ცას კეტავს”, ხოლო ზოგიერთი მიზანმიმართულად ლანძღავს ხალხს..
ეს არის რუსული სპეცსამსახურების ხელწერა ოპოზიციურ ველზე მუშაობისას.
მეტიც - მათ აქვთ ტროლგვერდები, ისევე როგორც ოცნებას და რუსეთის ქართველებს.
მათი ამოცანაა ხალხის დამუნათება და დემორალიზება.
შეეშვით ხალხის ლანძღვას!
გეფიცებით, ეჭვიც არ მეპარება, რომ მსგავი ნარატივები რუსების დავალებით ვრცელდება - ოპოზიციურ ველზე ჩანერგილი ადამიანების მიერ.
იმიტომ, რომ რუსების მენტალიტეტი და მუშაობის სპეციფიკა მამაო ჩვენოსავით ვიცი - იმერულად რომ ვთქვათ, დამწვარ-დახრუკული!
იქ ვცხოვრობდი და ვსწავლობდი 9 წელი - 4 სკოლაში და 5 უნივერსიტეტში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.