შიო III რუსეთიდან ჩამოსულ კიდევ ერთ დელეგაციას უმასპინძლა

შიო III რუსეთიდან ჩამოსულ კიდევ ერთ დელეგაციას უმასპინძლა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

საპატრიარქოს ცნობით, 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე შიო III-მ მოსკოვისა და სერგიევო-პოსადის ეპარქიებიდან ჩამოსული სასულიერო პირები და მათი თანმხლები პირები მიიღო. სტუმრებმა მას აღსაყდრება მიულოცეს და ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრამ „გულთბილ ვითარებაში“ ჩაიარა.

ამა წლის 2 ოქტომბერს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო რუსეთიდან ჩამოსული ორი სასულიერო პირი: დეკანოზი იოანე კალედა – მოსკოვის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი სერგი ბერნაცკი – იახრომოს ოლქის ტაძრების კეთილმოწესე სერგიევო-პოსადის ეპარქიიდან და მათი თანმხლები პირები.

 შეხვედრას ესწრებოდნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე) და ახალი შუამთის ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, სქემიღუმენია იოანა (ნიკოლაიშვილი).

 შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. სტუმრებმა მის უწმინდესობას აღსაყდრება მიულოცეს და მისგან ლოცვა-კურთხევა გამოითხოვეს.

 აღსანიშნავია, რომ დეკანოზი იოანე კალედა დიდ პატივს მიაგებს ღირს დავით გარეჯელს. იგი ტაძრის მრევლთან ერთად ყოველწლიურად ჩამოდის საქართველოში, რათა მოილოცონ დავითგარეჯის მონასტერი და ქვეყნის სხვა სიწმინდეები, ასევე გამოცემული აქვთ წიგნი ღირსი დავით გარეჯელის შესახებ, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე