ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის საჯარო პრეზენტაცია პარლამენტში დღეს გაიმართება. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გახსნის.
შეხვედრას ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ცხოველთა დამცველები დაესწრებიან.
პროექტის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებაა. მოხდება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ასევე მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა. მკაცრად გაკონტროლდება შინაური ცხოველების გამრავლებაც. დგინდება გარკვეული შეზღუდვა მხოლოდ და მხოლოდ მრავალბინიან კორპუსში, ბინაში ძაღლების რაოდენობაზე, რაც 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება. საკუთრებაში აიკრძალება 3-ზე მეტი ძაღლის ყოლა. შეზღუდვა არ შეეხებათ მათ ვინც ცხოველს თავშესაფრიდან აიყვანს ან მიიკედლებს .

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.