შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში კონტეინერების კონტროლის პროგრამის მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში მოქმედი მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორი – ნაიდა შამილოვა უძღვებოდა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მმართველი საბჭოს შეხვედრის მიზანს პროგრამის მიმდინარეობის, მიღწეული შედეგების და ამ ეტაპზე არსებული გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში შექმნილია ერთობლივი დანაყოფი, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით სარისკო ქვეყნებიდან შემოსული კონტეინერების კონტროლს აწარმოებს ნარკოტიკების შემცველი ნივთიერებების, ცეცხლსასროლი იარაღის, მასობრივი განადგურების იარაღისა და ბირთვული მასალები მიკვლევა-ამოღების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად პროექტის ბენეფიციარია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საბაჟო დეპარტამენტი.