ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლის სეზონის ოქროს ლიგის ფინალში გამარჯვება მოიპოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლის სეზონის ოქროს ლიგის ფინალში გამარჯვება მოიპოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ოქროს ლიგის ფინალურ შეხვედრაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
„ფინალურ მატჩში შინაგან საქმეთა სამინისტროს საფეხბურთო გუნდი „კროკობეთს“ დაუპირისპირდა.
დაძაბულ მატჩში, სამინისტროს თანამშრომლებმა „კროკობეთის“ საფეხბურთო გუნდი ანგარიშით 2:1 დაამარცხა .
საფეხბურთო გუნდების ფინალური შეხვედრა სპორტ კომპლექს „არენა 2“-ში გაიმართა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.