ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მორიგ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კვლავ იმუქრება, რომ " კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება".
"რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები, როგორც წინა დღეებში კვლავ განაგრძობენ ძალადობრივ ქმედებებს.
რამდენიმე საათია აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან პოლიციელებზე თავდასხმა ხორციელდება. ისინი სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან. პოლიციელების მისამართით ისვრიან ქვებს, პიროტექნიკას, ცეცხლმოკიდებულ ნივთებს, შუშის ბოთლებსა და რკინის საგნებს.
აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, 1-2 დეკემბერს დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 21 თანამშრომელი. სამართალდამცველებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.