ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უწყების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, დუშან ქერინმა გახსნეს.
„მინისტრის მოადგილემ შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს გააცნო სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები და ხაზი გაუსვა საბჭოს ჩართულობის მნიშვნელობას სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიღწეული შედეგებისა და სამომავლო აქტივობების განხილვას.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.