შინაგან საქმეთა მინისტრი სახალხო დამცველს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებული ვითარება განიხილეს.
„გელა გელაძემ ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია ორ ინსტიტუციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება. მინისტრის თქმით, ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
თავის მხრივ, ლევან იოსელიანი მინისტრს სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ესაუბრა და პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, როლანდ მესხი, მოადგილეები ალექსანდრე დარახველიძე და შალვა თადუმაძე დაესწრნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში