ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დანიშნეს

შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დანიშნეს

ირაკლი კობახიძემ ვახგანგ გომელაურის შემცვლელი წარადგინა - მას შეცვლის გელა გელაძე. იგი სუს-ის შეცვლილი უფროსის მოადგილის პოსტზე თითქმის ორი თვის წინ დანიშნეს.
ახალი მინისტრის პრეზენტაციას ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, - რომელიც დღეს დილას წერილობითი განცხადებით დაემშვიდობა საზოგადოებას და თქვა, რომ სურს, ოჯახს მეტი დრო დაუთმოს, - არ დასწრებია.
გელა გელაძე 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის 5 აპრილამდე „ქართული ოცნების“ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის მოადგილე იყო, 5 აპრილს კი სუს-ის ახალი უფროსის, ანრი ოხანაშვილის მოადგილედ დაინიშნა.
ირაკლი კობახიძემ გელაძე წარადგინა, როგორც „გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე იურისტი“, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის „მრავალწლიანი სტაჟი“.
ინფორმაცია განახლდება
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.