ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს ზეიმობენ

შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის დაბადების დღეს ზეიმობენ

დღეს შიიტი მუსლიმები იმამ მაჰდის (მუჰამად იბნ ალ-ჰასან ალ-მაჰდი) დაბადების დღეს აღნიშნავენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შიიტ მუსლიმებს იმამ მაჰდის დაბადების დღეს ულოცავს.
„შიიტური მიმდინარეობის მიხედვით, იმამ მაჰდი წინასწარმეტყველ მუჰამედის უკანასკნელი მემკვიდრე და მე-12 იმამია. შიიტები მას აიგივებენ მესიასთან (მაჰდი), რომელიც „სრულიად დაემალა სამყაროს“ 941 წელს და უნდა გამოჩნდეს სამყაროს დასასრულის წინ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.