შიდა ქართლში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
„ხაშურის რაიონის სოფელ ხცისში, სამართალდამრღვევის საკარმიდამო ნაკვეთში დამონტაჟებული რეგისტრირებული სახერხი-საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 20 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი და 31 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი.
კანონდამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აქტი. რეგისტრირებული სახერხი საამქრო დაილუქა; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.